ნაწოლების მატრასი არის სამედიცინო დანიშნულების მქონე პროდუქტი, რომელიც ავადმყოფის მოვლის დროს გამოიყენება. ის ხელს უშლის მწოლიარე ადამიანის კანის ატროფიასა და წყლულების ჩამოყალიბებას – სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ მას პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით იყენებენ. ავადმყოფის მოვლის პროცესში მას უდიდესი დატვირთვა აქვს, რადგან მასზე დიდი ხნით წოლის დროს ნაწოლების გაჩენის რისკი ძალიან დაბალია.
“ახალი ხედვის” ნაწოლების მატრასები
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ნაწოლების მატრასს სთავაზობს. ამ პროდუქტს აქვს სპეციალური კომპრესორი, რომელიც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას განსაკუთრებით იმ წერტილებში, რომელიც ზეწოლას ხანგრძლივი წოლის პროცესში განიცდის. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
ნაწოლების მატრასი – მისი რელიეფური ზედაპირი და ჰაერის კომპრესორი სისსხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც ნაწოლების გაჩენას უშლის ხელს. გარდა ამისა, ის კუნთებსაც ასტიმულირებს და ტკივილსაც ამცირებს.
ნაწოლების გასაბერი რგოლი – გამოიყენება ლოკალურად, მცირე პერიმეტრში ნაწოლის ჩამოყალიბების პრევენციისთვის.ნაწოლების გასაბერი რგოლი ხელს უშლის სისხლძარღვების კომპრესიას.
რატომ “ახალი ხედვა”?
გარდა ამ პროდუქტებისა, კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ავადმყოფის მოვლის სხვა საშუალებებსაც სთავაზობს. პროდუქციის იმპროტს კი საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან აწარმოებს. მაღალ ხარისხთან ერთად, სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ოპტიმალურ ფასებსაც სთავაზობს. ნაწოლების მატრასის შეძენამდე, იცოდეთ, რომ ნაწოლის საპროფილაქტიკო მატერიალური დანახარჯი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მის მკურნალობას სჭირდება. ამიტომ შაერჩიეთ ხარისხიანი ლეიბი და სწორ საწოლზე მოათავსეთ. თუ “ახალი ხედვის” ნაწოლების მატრასის შეძენას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ სამედიცინო ჯგუფის 12 მაღაზიას ეწვიოთ. ქართულ ბაზარზე კომპანია „ახალ ხედვას “ თითქმის ათწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებლებს ყოველთვის მაღალი ხარისხის სერვისსა და პროდუქციას სთავაზობს. სასურველი პროდუქტების შერჩევა თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის ხელმისაწვდომი. ამისთვის, მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ