ხელის დასაკიდი ღვედი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო პროდუქტია. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ უეცარი მოტეხილობის, ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია. გარდა ამისა, ეს სამედიცინო საშუალება ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს და მკლავს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს.
როგორ უნდა შევარჩიოთ ხელის ჩამოსაკიდი ღვედი?
ხელის დასაკიდი ღვედს სხვადასხვა პრობლემის დროს იყენებენ. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი ტრავმა, მხრის რომელიმე დაავადება ან ამოვარდნილობის დროს იმობილიზაციის უზრუნველყოფა. მაგალითად,
– ეს პროდუქტი, ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.ფიქსატორი დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისგან.
– აღნიშნული ხელის საკიდი კი წინამხრის მოტეხილობების და ამოვარდნილობების დროს გამოიყენება. ასევე აფიქსირებს მკლავს სასურველ პოზიციაში და ამსუბუქებს დისკომფორტს დაზიანებულ არეში.პროდუქტი დამზადებულია გაბარდინის მასალისგან.
– პედიატრიული ღვედი სპეციალურად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ის მკლავს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ზედა კიდურის მოძრაობას ზღუდავს. მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს ის ამცირებს მკლავის წონას.ხელის დასაკიდი ქამრის პოზიცია კისრის რეგულირებადი ღვედის მეშვეობით კონტროლირდება.
სად შევიძინოთ ხელის დასაკიდი ღვედი?
ხელის დასაკიდი ღვედის ფართო არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული ეს პროდუქტები
უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათი ღირებულება 35 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს. მწარმოებელი კი საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერია/Berger.
MORSA CYBERG კი თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, ის საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. ეს ბრენდები თავისი მიღწევებით მომხმარებლებში უკვე წლებია უმაღლესი ხარისხთან ასოცირდება, ამიტომ მათი პროდუქტებიც დიდი ნდობით სარგებლობენ.
გარდა ამისა, კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში Sigvaris-ის, Darco-ს, Berger-ის,Bauerfeind-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციაა ხელმისაწვდომი. სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზირებული შეკვეთების მიმართულებით. ხელის საკიდი ღვედების შეძენა სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თბილისის გარდა, საქათველოს სამ რეგიონში მდებარე 12 ორთოპედიულ მაღაზიაშია შესაძლებელი. თუმცა, სასურველი ნივთის შეძენა “ახალი ხედვის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდის შემდეგ, ონლაინ რეჟიმშიც ხელმისაწვდომია. შეკვეთილ ნივთს კი კურიერი ადგილზე უმოკლეს დროში მოგაწვდით.