ფიზიკური რეაბილიტაცია მკურნალობის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს არის ფუნქციის აღდგენის, ტკივილის შემცირებისა და შემდგომი დაზიანებების თავიდან აცილების პროცესი, რომელიც მიზანმიმართული ვარჯიშებითა და თერაპიებით ხორციელდება. რეაბილიტაცია ხელს უწყობს პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და თვითგანკურნების ძალების გააქტიურების გაძლიერებას. ეს პროცესი საჭიროებს რეაბილიტაციის ერთიან გეგმას, სადაც ყველა ასაკობრივ ჯგუფში ინტეგრირებული იქნება ცალკეული საჭირო ღონისძიებები – მიმდინარე პათოლოგიების პრევენცია, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და რეაბილიტაციური მართვა. ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს უწყობს:
- ტკივილის შემსუბუქებას – ვარჯიშებისა და თერაპიების საშუალებით ხდება ანთების შემცირება და კუნთების გაძლიერება;
- სწრაფ აღდგენას- ფიზიკური რეაბილიტაცია დაგეხმარებათ აღდგენის პროცესის დაჩქარებაში. აღნიშნული ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის;
- მოძრაობის გაუმჯობესებას – აუმჯობესებს მოძრაობის დიაპაზონს, დაჭიმული კუნთებისა და სახსრების პრობლემის მოხსნის გზით;
- დაზიანებების პრევენციას – კუნთების გაძლიერებითა და საერთო ფუნქციის გაუმჯობესებით მცირდება დაზიანებების რისკი.
“ახალი ხედვის რეაბილიტაციის ცენტრი”
„ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი” მომხმარებლებს მრავალფეროვან და მრავალფუნქციურ სარეაბილიტაციო პროცედურებს სთავაზობს. ცენტრი 2023 წელს გაიხსნა და სრულად აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურითა და ინვევნტარით, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს მკურნალობის პროცესი კომფორტულ გარემოში ჩაიტარონ. გარდა ამისა, „ახალი ხედვის“ სარეაბილიტაციო ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი თანამედროვე სამედიცინო მიდგომებითა და უახლესი აპარატურით პაციენტებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სარეაბილიტაციო კურსს სთავაზობს. სწორედ, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შედგენილი მკურნალობის გეგმა საუკეთესო შედეგის წინაპირობაა. სწორი მიდგომები, კი ფიზიკური რეაბილიტაციის საშუალებით, ადამიანებს ცხოვრების ჯანსაღი რიტმის დაბრუნებაში ეხმარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კურსი ჩაიტაროთ კვალიფიციურ, გამოცდილ სპეციალისტთან, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. ცენტრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: rehabilitation.ge
რა ტიპის სარეაბილიტაციო პროცედურები არსებობს?
კომპანია “ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი” მომხმარებლებს პროცედურების ფართო არჩევანს სთავაზობს. თერაპია 3 ძირითადი კომპონენტისგან შედგება:
- ფიზიკური თერაპია – ტარდება ტკივილის შესამსუბუქებლად, მოძრაობის გასაუმჯობესებლად, ინსულტის, ტრავმის ან ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციისთვის, სპორტთან დაკავშირებული დაზიანებების დროსა და ქრონიკული დაავადებების მართვისთვის.
- ოკუპაციური თერაპია – ეხმარება ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ სასურველ საქმიანობაში , იცხოვრონ დამოუკიდებლად. ეს გულისხმობს როგორც პროფესიული კუთხით განვითარებას, ასევე თვითმოვლის პრაქტიკას: ჭამას, ჩაცმასა და ჰიგიენის დაცვას.
- მეტყველების თერაპია – ტარდება მეტყველებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: მეტყველების პათოლოგიები, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი, გაფანტული სკლეროზი, ინსულტი, ჰანტინგტონის დაავადება და ა.შ.
ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში ხელმისაწვდომია შემდეგი პროცედურების ჩატარება:
- ულტრაბგერითი თერაპია- არაინვაზიური თერაპიის ერთ-ერთი სახეა, რომლის დროსაც, ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით ხდება რბილ ქსოვილებზე ზემოქმედება და ისეთ თერაპიული ეფექტის მიღება როგორიცაა სისხლმომარაგებისა და ლიმფის მიმოქცევის გაუმჯობესება, ანთებისა და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღება, აღდგენა-რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურება.
- ელექტროთერაპია – ხელს უწყობს რბილი ქსოვილების დაზიანების შემდგომი მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესს. ელექტრული იმპულსების მეშვეობით ,შესაძლებელია კუნთების ტონუსის გაძლიერება, ტკივილის შემსუბუქება, ქსოვილების სისხლმომარაგების გაზრდა, ანთების საწინააღმდეგო, აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტის მიღება.
- ლაზეროთერაპია – მკურნალობის მეთოდია, რომლის დროსაც სამკურნალოდ დაბალი ინტენსივობის, მონოქრომატული, კოჰერენტული და მიმართული გამოსხივების მქონე სინათლის სხივი გამოიყენება . შესაბამისად მეთოდი როგორც დიდ, ისე მცირე ფართობზე მაღალი სიზუსტით მუშაობის საშუალებას იძლევა, რაც თერაპიული ეფექტის ხარისხს ზრდის.
- მაგნიტოთერაპია – ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესს – აჩქარებს ძვლების შეხორცებას, ამცირებს ქსოვილების აღდგენისთვის საჭირო დროს, გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით, ამცირებს შეშუპებას, აუმჯობესებს სისხლმომარაგებას. სწორედ ამიტომ თერაპია აქტიურად გამოიყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
- დარტყმით-ტალღოვანი თერაპია – თერაპიულ ხელსაწყოში, წარმოქმნება მექანიკური წნევის ტალღა, რომელიც მოქმედებს ადამიანის სხეულზე აპლიკატორის თავით და ასხივებს ქსოვილს, რისი საშუალებითაც ვიღებთ ისეთ ეფექტებს როგორიცაა: ტკივილის სწრაფად კუპირება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ნეოანგიოგენეზი (ახალი სისხლძარღვების განვითარება), ფიბროზული ქსოვილის, კალცინატებისა და კალციფიკატების დაშლა, ქსოვილის რეგენერაციის პროცესის დაჩქარება.
- ვაკუუმთერაპია – ხელს უწყობს კაპილარების რეგენერაციას, პრობლემურ ზონაში აძლიერებს სისხლის ნაკადს, ინარჩუნებს ჰომეოსტაზს დაამცირებს ანთებით ტოქსინებს. აპარატის მოთავსების ადგილას ფართოვდება სისხლძარღვები, იზრდება მათი გამტარობა. გაუმჯობესებული ცირკულაცია იწვევს ქსოვილის საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით გამდიდრებას და მეტაბოლური პროდუქტებისგან განთავისუფლებას.
- სამკურნალო ვარჯიში და მასაჟი – გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ. ეს შეიძლება იყოს წინასწარ დაგეგმილი ვარჯიშების კომპლექსი, რომლის მიზანია შეზღუდული ან დაკარგული ფიზიკური ფუნქციის აღდგენა/შენარჩუნება. სამკურნალო მასაჟი ადამიანის სხეულის ნაწილებზე თანაბარზომიერი მექანიკური ზემოქმედებაა, რომელიც ხორციელდება მასაჟისტის ხელის ან სპეციალური მოწყობილების/ აპარატის მეშვეობით.
- PRP თერაპია – არაქირურგიული პროცედურაა, რომლის დროსაც გამოიყენება თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის ინექცია. თერაპიისას, სხეული საკუთარ აღდგენით ძალებს იყენებს სხვადასხვა ქრონიკული პროცესის დასამარცხებლად.
- ტრაქცია – მკურნალობის მანუალური ტექნიკაა. პროცედურისას ხდება ხერხემლის სვეტის “გაჭიმვა”, რაც ამცირებს წნევას მალთაშუა დისკებზე და ამსუბუქებს ტკივილს. ხერხემლის სვეტზე ზემოქმედება საფიქსაციო ხელსაწყოებით ან ძალის უშუალო მოქმედებით ხდება და თერაპიისას საჭიროა პაციენტის დაწოლილ პოზიციაში ან ჰალო ჟილეტში მოთავსება.
- ღრმა ოსცილაცია – უნიკალური და დაპატენტებული თერაპიის მეთოდია, რომელიც ეფუძნება უსაფრთხო და დაბალი სიხშირის ელექტროსტატიკური ველის შექმნის ეფექტს. მისი რხევითი ტალღები აღწევს ქსოვილებში 8 სმ-ის სიღრმეზე. ორგანიზმში, რაც უფრო აქტიურია უჯრედშორისი სითხეების ნაკადი, მით უფრო უკეთ მარაგდება სხეული საჭირო ნივთიერებებით ან იწმინდება ნარჩენებისგან. ეს პროცედურა ააქტიურებს ინტერსტიციულ დრენაჟს, რაც ამცირებს ადგილობრივ სისხლჩაქცევებს, ანთებას და შეშუპებას დაზიანებულ მიდამოში.
კომპანია “ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი” თბილისში, ლუბლიანას #11-ში მდებარეობს. პაციენტებს თითოეულ პროცედურაზე დეტალურ ინფორმაციას პროფესიონალთა გუნდი ადგილზე მიაწვდის. 032 2 50 15 55