ფეხების ტკივილის მიზეზები

ფეხების ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემაა, რომლის გამომწვევი მიზეზების სია საკმაოდ ვრცელია. ეს დისკომფორტი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ასაკის როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში და ბავშვებში. ფეხების ტკივილი შესაძლოა ნებისმიერ სეზონზე სხვადასხვა ფაქტორის გამო განვითარდეს. მაგალითად, ზაფხულში, როდესაც სისხლძარღვები ფართოვდება, ქვედა კიდურებში ვენური პრობლემები იჩენს თავს. ზამთარში კი ხშირია ტრავმით გამოწვეული ფეხების ტკივილი – იქნება ეს უბრალოდ ყინულზე ფეხის გადაბრუნება და მყესების დაჭიმვა, თუ სრიალის დროს მიღებული მძიმე დაზიანება. განვიხილოთ, ის ძირითადი მიზეზები, რომლის გამოც ადამიანებში ფეხების ტკივილი ჩნდება:

  • ფეხის ღრძობა, გადაბრუნება და მყესების დაჭიმულობა – სამწუხაროდ, ხშირია სპორტსმენებში, რადგან ფეხის დაზიანების ძირითადი მიზეზია სირბილის ან სწრაფი მოძრაობისას სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა.
  • ვარიკოზი პროფესიული მიზეზით შეძენილი ან მემკვიდრეობით გადმოცემული დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზია ასევე ჭარბი წონა და ორსულობა.
  • მენჯ-ბარძაყის ტკივილი – უშუალოდ სახსრის პრობლემებთან არის დაკავშირებული და ის, ძირითადად, მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზს უკავშირდება. სამწუხაროდ, ეს დაავადება მთელ მსოფლიოში ფართოდ არის.
  • ტერფის ტკივილი ადამიანებს ფეხით გადაადგილებაში დისკომფორტს უქმნის. ეს პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ფეხის გადაბრუნებამ, არასწორმა მოძრაობამ, იოგებისა და მყესების დაჭიმულობამ ან სულაც – მოტეხილობამ. გარდა ამისა, სხეულის ამ ნაწილის ერთ-ერთი ყველაზე  გავრცელებული პრობლემაა ბრტყელტერფიანობა, როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს – ამ დროს ვითარდება  სტატიკური ბრტყელტერფიანობა.

ფეხების ტკივილის მკურნალობა

ფეხების ტკივილის მკურნალობის დროს მსუბუქი დაზიანებებისა თუ ტრავმების შემთხვევაში უმეტესად გამოყენებულია ამბულატორიული მკურნალობა და თაბაშირით იმობილიზაცია.   ზოგჯერ მოტეხილობების ან სხვა მძიმე დაზიანებების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.  მკურნალობის პროცესში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად ხშრად ინიშნება ორთოპედიული ფიქსატორები და ვარიკოზის დროს ელასტიური წინდები. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები – ხელს უწყობს რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარებასა და ტკივილების შემსუბუქებას. გამოიყენება სხეულის ამ ნაწილის სახსრის სხვადასხვა პათოლოგიისა და ტრავმის დროს. პაციენტები მას ბარძაყის კუნთების დაზიანების დროსაც ატარებენ.
  • კოჭის ფიქსატორები – უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. მას შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა სახის ჩანართი, რომელსაც დამატებითი ფიქსაციის ფუნქცია აქვს. ჰემატომისა და შეშუპების დროს კი კოჭის ფიქსატორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რასაც ხელს უწყობს ფიქსატორის გვერდებში მოთავსებული სილიკონის ჩანართები.
  • ტერფის ფიქსატორები – ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია წვივის ტრავმების დროს და ბურსიტის საწინააღმდეგოდაც.
  • ელასტიური წინდები – ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მას პაციენტები ვენებზე არსებული პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენებენ.

საერთაშორისო ბაზარზე ფიქსატორების წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს და საკმაოდ პოპულარული ბრენდია  – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი წარმომადგენელი საქართველოში კი კომპანია “ახალი ხედვაა”, რომელიც  მომხმარებლებს ფიქსატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფს უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  ფილიალებში აქვს წარმოდგენილი. შერჩეული პროდუქტების შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *