რა უნდა ვიცოდეთ ნებულაიზერის შესახებ?

ნებულაიზერი არის მოწყობილობა რომელიც გამოიყენება ზედა და ქვედა სასუნთქი გზებისთვის მედიკამენტების გადასაცემად. ნებულაიზური თერაპია, რომელსაც ხშირად სუნთქვის მკურნალობას უწოდებენ, განსაკუთრებით მოსახერხებელი საშუალებაა ასთმის სამკურნალო მედიკამენტების მისაღებად ბავშვებისთვის ან მათთვის ვისთვისაც  ინჰალატორის გამოყენება რთულია. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ, ეფექტურია  რესპირატორული ინფექციების, მწვავე ბრონქიტის, ასთმის და სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. ნებულაიზერის გამოყენება კომფორტული და მოსახერხებელია იმ პაციენტებისთვის, ვისაც წამლები სჭირდება პირდაპირ ფილტვამდე მისასვლელად, რადგან ეს პროცესი ხდება თხევადი მედიკამენტების აპარატის საშუალებით ნისლისებურ აეროზოლად გარდაქმნით, რის შემდეგაც  ხდება მათი შესუნთქვა.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ნებულაიზერი?

ნებულაიზერის გამოყენება საკმაოდ მარტივი პროცესია, საჭიროა გარკვეული წესების დაცვა:

  • გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები;
  • გადაამოწმეთ ექიმის დანიშნულებაში ნებულაიზერის აპარატში ჩასასხმელი მედიკამენტის დოზა;
  • მოათავსეთ ისინი ნებულაიზერის თასში, რომელიც უნდა მიუერთოთ ნიღბის მილს;
  • გამოიყენეთ მილი, რათა დაუკავშიროთ  ჰაერის კომპრესორი და ნებულაიზერის თასი ერთმანეთს;
  • ჩართეთ კომპრესორი; შეამოწმეთ და დარწმუნდით მუშაობს თუ არა ის სათანადოდ, თუ დაიანახავთ, რომ აეროზოლი გამოდის მილის მეშვეობით ნისლისებურად, ე.ი ის მუშაობს;
  • 10-15 წთ-ის შემდეგ, როდესაც აეროზოლი ნისლისებურად გამოსვლას შეწყვეტს გამორთეთ მოწყობილობა;
  • ინჰალაციის შემდეგ დაიბანეთ პირი.

სად შევიძინოთ ნებულაიზერი?

უმაღლესი ხარისხის ნებულაიზერებს გვთავაზობს კომპანია “ახალი ხედვა”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში წარმოდგენილია იაპონური კომპანია Omron-ის ნებულაიზერის აპარატები, რომელთა ფასი 215 ლარიდან 230 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

კომპანია „ახალი ხედვის“ ამ პროდუქტების შეძენისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისის ფილიალებს, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. გარდა ამისა, კომპანია სამედიცინო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში – გორში,  ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. პროდუქტის შეძენა ხდება ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. გამოწერილ პროდუქტს კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *