ორთოპედიულ ქამრებს ადამიანები აქტიურად გამოიყენებენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის დროს, ძირითადად, ეს ეხება წელისა და ზურგის ტკივილს. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი ადამიანებს დისკომფორტის მოხსნაში ეხმარება, ასევე ეფექტურია მათი გამოყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, ლორდოზი, სქოლიოზი და ხერხემლის სხვა პათოლოგიები. ორთოპედიული ქამრები ასევე ინიშნება პროფილაქტიკის მიზნით, ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის დაავადებების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის. ეს პროდუქტები ახდენს წელის სტაბილიზაციასა და ხსნის დატვირთვას წელის არეში. არსებობს სხვადასხვა ფორმისა და ფუნქციის წელის კორსეტები და ქამრები, მათ შეიძლება ჰქონდეთ პლასტმასის ან მეტალის ჩანართი, რაც უზრუნველყოფს ფიქსაციას შესაბამისი ხარისხით. ორთოპედიული ქამრები ერთმანეთისგან გასხვავდება დანიშნულებითა და მასალით. ეს პროდუქტი პრობლემის შესაბამისად, ზურგის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უზრუნველყოფს. მათი ტარების პერიოდი კი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია, რომ წელის ქამრების გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ. განვიხილოთ, თუ რომელ პრობლემას რა სახის ორთოპედიული ქამარი შეესაბამება:
- ზურგის კორსეტი – დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან, მისი ტარება მარტივად, ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში. კორსეტს გამოიყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, კორსეტს გააჩნია პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და სხეულის ამ ნაწილში სითბოს შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს, მაგრამ მეტი სითბური ეფექტისთვის, რეკომენდებულია მატყლის წელის კორსეტის გამოყენება, რათა ამინდის გაუარესებასთან ერთად თავი წელის და ზურგის ტკივილმა ნაკლებად შეგახსენოთ.
- ხერხემლის კორსეტი – დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის სხვა ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობის, სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
- წელის კორსეტი – არსებობს როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის, ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტები. მათ აქვთ დამატებითი პლასტმასის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს წელის ფიქსაციის ხარისხს. აღნიშნული ორთოპედიული ქამრები გამოიყენება ხერხემლის თიაქრის, სპონდილოზის და ოსტეოქონდროზის დროს. მატი ტარება ასევე რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვისას, წელის არისა და ხერხემლის სტრუქტურების დაცვის მიზნით.