რატომ არის საჭირო ტერფის გამოკვლევა?

ტერფთან დაკავშირებული პრობლემების პრევენციის მიზნით დროული კვლევისა და დიაგნოსტიკის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ბრტყელტერფიანობის დროს. ამ პრობლემის დროს ტერფი დეფორმირდება და ამორტიზაციის უნარს კარგავს. შესაბამისად, ადამიანი სიარულისას ძლიერ იღლება და ტკივილიც აწუხებს. იქიდან გამომდინარე, რომ ტერფს დიდი დატვირთვა აქვს აუცილებელია, რომ მასზე არსებულ დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება მიექცეს. ადრეული მკურნალობა სხვა დაავადებების პრევენციასაც უწყობს ხელს და ზედმეტ გართულებებსაც აგარიდებთ. გაითვალისწინეთ, რომ ტერფთან დაკავშირებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს. ბრტყელტერფიანობას ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:

  • ტკივილი;
  • დაღლა;
  • სიმძიმის შეგრძნება;
  • დისკომფორტი კოჭ-წვივის სახსარში.

მკურნალობის პროცესში უმნიშვნელოვანესია სუპინატორების ტარება. ეს პროდუქტი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ამ ნაწილში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. ის უზრუნველყოფს თაღის კორექციას, ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებას. შესაბამისად, პრობლემები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციონირებით არის გამოწვეული, კორექტირდება. სუპინატორების გამოყენება რეკომენდირებულია ისეთი პრობლემების დროს როგორიცაა:

  • სპორტული და პროფესიული დატვირთვა;
  • ორსულობა;
  • ტერფმრუდობა;
  • სქოლიოზი;
  • ვენური უკმარისობა;
  • ლიმფოსტაზი;
  • რევმატული დაავადებები;
  • დიაბეტური ტერფი.

კომპანია “ახალი ხედვა” პაციენტებს ინდივიდუალური სუპინატორების დამზადების შესაძლებლობასაც აძლევს. კომპანია საქართველოში წარმოდგენლია ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრის სამი ფილიალით, სადაც ტერფის გამოკვლევა უახლესი თაობის Diasu-ს ულტრასენსორული აპარატურით ტარდება. დიაგნოსტიკა მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას, რაც მოძრავ და უძრავ მდგომარეობაში ტერფის ბიომექანიკის შეფასების საშუალებას გვაძლევს. მიღებული მონაცემების საფუძველზე, კი  ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:

  • ტერფის ფორმა;
  • თაღის სიმაღლე;
  • ტერფის ღერძი;
  • ყრდნობის უბნები;
  • ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;
  • ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო.

კვლევის შემდეგ იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი, რის საფუძველზეც ინდივიდუალური ღაბაში მზადდება. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენებას უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან ის თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე – პრობლემების შესაბამისად ინდივიდუალურად იქმნება. ტერფის კომპიუტერული კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლის ასაკიდან. დიაგნოსტიკის ჩასატარებლად კი აუცილებელია, რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კგ-ს იწონიდეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *