ორთოპედიულ წინდებს მომხმარებლები ვარიკოზისა და ვენების სხვადასხვა დაავადების დროს იყენებენ. ეს პროდუქტი ქვედა კიდურებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. სამედიცინო დანიშნულების ეს საშუალებები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ვარიკოზის მოვლის საშუალებების რამდენიმე კლასი არსებობს:
- პირველი კომპრესია – გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.
- მეორე და მესამე კლასის კომპრესიული წინდებისა და კოლგოტების ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.
ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო წინდა დღის მანძილზე კომფორტისა და სიმსუბუქის შეგრძნებას განაპირობებს და გვიმსუბუქებს ყოველდღიურობას. მათი მოხმარება რეკომენდებულია: როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე სამკურნალოდ. სწრაფი და ზუსტი მკურნალობა საბოლოოდ დაგავიწყებთ ვარიკოზს, ქვედა კიდურებში სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
- მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა – COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
- ანტითრომბული წინდა – სამედიცინო დანიშნულების წინდაა, რომელიც გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე მას გამოიყენებენ ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს.
კომპანია “ახალ ხედვაში” ვარიკოზის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათ შორის ერთ-ერთია შვეიცარიული ბრენდის SIGVARIS-ის ვარიკოზული ვენების სამკურნალო და საპროფილაქტიკო წინდები, რომლის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა”.