რჩევები მშობლებს ბავშვის ყოლის დროს წელისა და ზურგის ტკივილის თავიდან ასაცილებლად

გადატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, წელისა და ზურგის ტკივილი უამრავი ადამიანის პრობლემაა. თუმცა,  ეს დისკომფორტი განსაკუთრებით მატულობს მაშინ, როდესაც ოჯახის ახალი წევრი ჩნდება. ჩვილის მოვლა ყოველდღიურად ხერხემალზე დატვირთვას ზრდის და ზურგის არეში ტკივილს იწვევს. ეს დისკომფორტი საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან ტკივილი ძირითადად გამოწვეულია კუნთების დაჭიმვით. შვილის მოვლის დროს  მშობლები ჯერ  7-დან 10 კილოგრამამდე წონის ბავშვს ატარებენ, მაგრამ როდესაც ის ერთი წლის ხდება, წონა 15-დან 30 კილოგრამამდე აღწევს და მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება.

რეკომენდაციები ახალბედა მშობლებს

ბავშვთან ერთად, მშობლები ატარებენ საფენების ჩანთას,  ეტლს, სათამაშოებსა და სხვა საჭირო ნივთებს, რაც ხერხემლისთვის  კიდევ მეტი  დატვირთვაა. ამ დროს ეფექტურია ორთოპედიული  ქამრების ტარება, რადგან ეს პროდუქტი ზურგში ტკივილის შემცირებას ეხმარება და  ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს. გარდა ამისა, გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც ბავშვის მოვლის პროცესში დაგეხმარებათ:

  • აწიეთ თქვენი ბავშვი ისე, რომ მოხაროთ მუხლები,მაგრამ ზურგი სწორ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ და ფეხები თეძოს სიგანეზე გაშალეთ.
  • ძუძუთი კვების დროს სავარძელს აუცილებლად ზურგით მიეყრდნოთ. ეცადეთ, რომ ბავშვი სხეულთან ახლოს გეჭიროთ.
  • ბავშვის ტარებისა და მოგზაურობისთვის შეარჩიეთ ისეთი მხრის ქამარი, რომელსაც აქვს ფართო ღვედები, რათა სწორად გადაანაწილოს წონა და ბავშვი თქვენს სხეულზე უფრო მაღლა აიწიოს. ასევე, მოერიდეთ ბავშვის თეძოთი ტარებას, მაგრამ, თუ თქვენ მაინც იყენებთ ამ მეთოდს, მონაცვლეობით გადაიყვანეთ ორივე მხარეს, რათა გაათანაბროთ დატვირთვა სხეულის ამ ნაწილზე.
  • ბავშვების გარეთ გაყვანისას ან მანქანის სავარძელში მოთავსებისას, მოერიდეთ კართან მდგომ პოზიციას, თუ ეს შესაძლებელია. ამის ნაცვლად, დაჯექით ბავშვის მანქანის სავარძლის გვერდით თქვენი შვილით თქვენს კალთაში და ამ პოზიციიდან ჩასვით ბავშვი საკუთარ სავარძელში.

ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინება წელის ტკივილის დროს ძალიან დაგეხმარებათ. ეს რეკომენდაციები ბავშვის მოვლისგან გამოწვეულ დისკომფორტს საგრძნობლად შეგიმცირებთ. არ დაგავიწყდეთ დღის განმავლობაში ხანმოკლე რელაქსაცია და მარტივი ვარჯიშები ხერხემლის კუნთების ტონუსის შესანარჩუნებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *