რა არის ოსტეოართრიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

ოსტეოართრიტი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც თან ახლავს ხრტილის და ირგვლივ არსებული ქსოვილების დაზიანება. ხრტილი, რომელიც ფარავს და იცავს თქვენი სახსრების ბოლოებს, შეიძლება დროთა განმავლობაში დაიშალოს. ეს, კი  იწვევს ტკივილსა და შეშუპებას, რაც სახსრების ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხდება.  ოსტეოართრიტით საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და  მოსახლეობის 20%-მდე , ხოლო 75 წლის შემდეგ  ყოველ მეორე ადამიანს უვლინდება.

ოსტეოართრიტის სიმპტომები

ოსტეოართრიტი სახსრების დეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც ადგილი აქვს სასახსრე ხრტილისა და მის ქვეშმდებარე ძვლის დაზიანებას. მდგომარეობა კლინიკურად სახსრის ტკივილით, გაშეშებითა და ფუნქციის შეზღუდვით ხასიათდება. ოსტეოართრიტის სიმპტომებია: 

  • ტკივილი;
  • შემოჭვის შეგრძნება;
  • დაჭიმულობა.

ოსტეოართრიტის გამომწვევი მიზეზები

ოსტეოართრიტი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძირითადად, 40-50 წლიდან იწყება. რაც ხშირად, ტრავმებითაა განპირობებულია ტრავმებით.  ოსტეოართირიტის გამომწვევი მიზეზებია:  

  • მდედრობითი სქესი;
  • სიმსუქნე; 
  • სპორტული აქტივობა; 
  • ტრავმები; 
  •  გენეტიკა.

მკურნალობის გზები

მკურნალობის პროცესში სასარგებლოა ფიზიკური მეთოდებით მკურნალობა, სითბური თერაპიის სახით, ასევე შესაძლებელია ცივი კომპრესის გამოყენება ტკივილის შესამცირებლად ერთ სახსარში, მდგომარეობის დროებითი გაუარესების შემთხვევაში. ეფექტურია ასევე, ფიქსატორებისა და ორთოპედიული საშუალებების გამოყენება. ამ დროს პაციენტები იყენებენ ხელჯოხებს, ყავარჯენსა და კორსეტებს, რომლების იცავს გარკვეულ სახსრებს მტკივნეული მოძრაობებისას. კომპანია „ახალი  ხედვა“ მომხმარებელს ორთოპედიული მიმართულებით პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე სამედიცინო ჯგუფს თერთმეტწლიანი გამოცდილება აქვს.  მომხმარებლებს კომპანია ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Tipsan-ის, Berger-ის  და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს.  SIGVARIS შევიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერია. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს,სადაც ის  კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. Morsa Cyberg გლობალურ სამედიცინო ბაზარზე  მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით მრავალჯერ არის აღიარებული და მომხმარებელს  200-ზე მეტ პროდუქტს სთავაზობს.  ამ ბრენდების ერთობლიობა თავისთავად  უმაღლეს ხარისხზე  მეტყველებს  ეს კი, თავის მხრივ, პროდუქტების მიმართ მომხმარებლებში დიდ ნდობას უკვე წლებია იმსახურებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *