მუცლის კორსეტს ადამიანები სხვადასხვა დანიშნულებით ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის დროს იყენებენ. მაგალითად, პაციენტები მას მუცლის ღრუსა და ნაწლავებზე ოპერაციის შემდგეგ, თიაქრის ჩამოყალიბების პრევენციისა და ჭრილობის დასაცავად ატარებენ. მუცლის კორსეტი ასევე საკმაოდ ეფექტურია ორსულობის შემდეგ, როგორც საკეისრო კვეთის, ისე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში. ამ პერიოდში ეს პროდუქტი ხელს უწყობს კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, სასურველ ფორმაში ჩადგომის პროცესის დაჩქარებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. ორსულობის პერიოში გამოსაყენებელი მუცლის კორსეტი და ბანდაჟი კი უზრუნველყოფს წელის სტაბილიზაციას, კუნთების გამაგრებასა და მუცლის დაწევის პრევენციას.
რა ტიპის მუცლის კორსეტები არსებობს?
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუცლის კორსეტებს სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან დანიშნულებით, ფასითა და ბრენდებით განსხვავდება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
მუცლის კორსეტი – არის ნეოპრინის მასალისგან დამზადებული, ჰაერგამტარი,უჩანართო კორსეტი,რომელიც ხელს უწყობს ტემპერატურული ბალანსის შენარჩუნებას.ის ახდენს მუცლის მიდამოს ფიქსაციას,ხელს უშლის კუნთების მოდუნებას.
ოპერაციის შემდგომი ქამარი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტი,რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად,ასევე მშობიარობის შემდეგ.კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა,რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
ორსულობის ბანდაჟი – რეკომენდებულია მუცლის დაწევის თავიდან ასარიდებლად და ზურგის კუნთების გასაძლიერებლად. მისი დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები კი ფიქსაციას აძლიერებს. ის ასევე ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და თავს უფრო კომფორტულად გაგრძნობინებთ. სასურველია გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
ჭიპის თიაქრის ქამარი – გამოიყენება თეთრი ხაზისა და ჭიპის თიაქრის დროს. დამზადებულია 100%-იანი ბამბის ელასტიური მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას.სპეციალური ბალიშის მეშვეობით კორსეტი ახდენს სუსტი წერტილის სათანადო ფიქსაციას.
სტომის კორსეტი – გამოიყენება ნაწლავებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ, სტომის დადების შემთხვევაში,რათა ადვილად მოხერხდეს კოლოსტომის ჩანთის დამაგრება.
კომპანია “ახალი ხედვის” სხვა პროდუქტების მსგავსად ეს სამედიცინო საშუალებებიც უმაღლესი ხარისხისაა და ,რა თქმა უნდა, მათი შეძენაც ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.სამედიცინო ჯგუფის პროდუქცია თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი. თუმცა სასურველი პროდუქციის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. სასურველ ნივთს კი კურიერი ნებისმიერ ადგილზე მოგაწვდით.
რა უნდა გაითვალისწინოთ მუცლის კორსეტის შეძენისას?
მუცლის კორსეტის გამოყენებას ზუსტი ხანგრძლივობა არ აქვს, ეს პერიოდი ინდივიდუალურია და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მისი ტარების ხანგრძლივობა შეიძლება, რამდენიმე კვირით ან თვით განისაზღვროს. სასურველია, რომ მუცლის კორსეტის გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს და რეკომენდაციები პირადად მისგან მიიღოთ.