ხელის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ფიზიკური დატვირთვის დროს ან კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში პაციენტები მხრების ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. მხრების განზიდვა, ხერხემლის სვეტის ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაცია და ტორსის ნორმალურ მდგომარეობის შენარჩუნება – მხრების ქამრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულებაა. მათი გამოყენება ასევე რეკომენდებულია სქოლიოზის, კიფოზის და ხერხემლის დეფორმაციების დროსაც. პაციენტები ამ სამედიცინო საშუალებებს იყენებენ როგორც მკურნალობის პროცესში, ისე ხერხემლის სტაბილიზაციისა და ტკივილის შემცირების მიზნით. არსებობს მოდელები პროფილაქტიკისთვისაც – მაგალითად, მხრების ქამარი დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან და ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვის მიზნით. აღნიშნული მხრებში გასამართი ქამარი დაგეხმარებათ მოხრილი მხრების გამართავასა და სწორი მდგომარეობის შენარჩუნებაში. მხრის სამაგრი კი გამოიყენება მხრის ქრონიკული დაავადების, ბურსიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს. ის იცავს მხრის სახსარს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.
სად შევიძინოთ მხრების ქამარი?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარელებს უმაღლესი ხარისხის მხრების ქამრებს სთავაზობს. ამ პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი სამედიცინო მაღაზიის 13 ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი. ისინი განსხვავდება როგორც ბრენდისა და ზომის, ასევე ქსოვილისა და ფასის მიხედვით. მათი მწარმოებელია Morsa Cyberg/მორსა და Berger/ბერგერი. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას, ის საქართველოში „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. ეს ბრენდი თავისი მიღწევებით მომხმარებლებში უკვე წლებია უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება, ამიტომ მათი პროდუქტები, მაღაზიებში წარმოდგენილ სხვა ბრენდებთან ერთად, დიდი ნდობით სარგებლობს. გარდა ამისა, კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა ცნობილ საერთაშორისო მწარმოებლებთან, მათ შორისაა: Sigvaris, Tipsan, Bauerfeind. კომპანია “ახალი ხედვა” 2012 წლიდან არის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის მიმართულებით ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. სამედიცინო პროდუქტების შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში, რომლებიც თბილისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარეობს. მხრის ქამრები 13 ფილიალშია წარმოდგენილი, თუმცა სასურველი ნივთის შერჩევა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. მხრის გასასწორებელი ქამრების ტარების პერიოდი პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული და გირჩევთ, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ.