ზურგის გასასწორებელი ქამრები ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის დროს ძალიან ეხმარება. ეს შეიძლება იყოს ტკივილი წელისა და ზურგის არეში, მოხრილობა, სქოლიოზი და სხვა. ზურგის გასასწორებელ ქამარს ადამიანები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ის ასევე სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამცირებს და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს. ზურგის გასასწორებელი ქამრების დიდი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. სამედიცინო მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების წელის კორსეტები და ხერხემლის ქამრები. ისინი ძირითადად ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის ქსოვილისგან არის დამზადებული. ამ ორთოპედიულ პროდუქტებს აქვთ სპეციალური დამატებითი ჩანართებიცა და ღვედებიც, რომლებიც სრულფასოვან სტაბილიზაციასა და ფიქსაციის უწყობს ხელს. თუმცა მათ შორის არის ფუქციური განსხვავებები. მაგალითად, ხერხემლის, ე.წ გულმკედრ-წელის კორსეტი – ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, შესაბამისად მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ამ ქამრის ტარებაა რეკომენდებული. წელისა და ზურგის მწვავე ტკივილს ამსუბუქებს წელის სტანდარტული კორსეტი. ჰიპერექსტენზიის კორსეტი კი ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. რაც შეეხება, ოსტეოართრიტს, ოსტეოპოროზს, სქოლიოზსა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას, ამ დროს ზურგის კორსეტია ეფექტური. მხრების ქამარს კი ძირითადად მოხრილობის დროს და სქოლიოზის მსუბუქი ფორმების დროს იყენებენ.
სად შევიძინოთ ზურგის ქამრები?
ზურგის გასასწორებელი ქამრების შეძენა კომპანია “ახალი ხედვის” 13 ორთოპედიულ მაღაზიაშია შესაძლებელი. სამედიცინო ჯგუფის ფილიალები საქართველოში დედაქალაქის გარდა, ოთხ რეგიონში- გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს. მაღაზიებში შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდების პროდუქტებს, როგორიცაა : Sigvaris, Morsa Cyberg, Bauerfeind, Berger და კიდევ სხვა საერთაშორისო მწარმოებლები. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ამ ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს და არის პირველი მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. მისი ერთ-ერთი პარტნიორია თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანია – მორსა/MorsaCyberg, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის, საქართველოში კი “ახალი ხედვის” ექსკლუზიური წარმომადგენელია. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში თქვენ სწორედ მორსას/MorsaCyberg ბრენდის ზურგის ქამრებს იხილავთ. მათთან ერთად, წარმოდგენილია ბერგერის/Berger წარმოების ორთოპედიული კორსეტებიც. მათი ღირებულება 30 ლარიდან 295 ლარამდე მერყეობს. შეძენა კი ასევე ონლაინ რეჟმში “ახალი ხედვის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი. პროდუქტს ადგილზე კურიერი ან ფოსტის წარმოადგენელი უმოკლედ ვადაში მოგაწვდით.