სამედიცინო ფიქსატორებს მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეს პროდუქტი სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის არსებობს და ადამიანებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება. მათ პაციენტები გამოიყენებენ როგორც ტკივილის შემსუბუქების, ასევე რეაბილიტაციის, იმობილიზაციის ან რომელიმე დაავადების პრევენციის მიზნით. განვიხილოთ, თითოეული მათგანი:
- მხრის ფიქსატორი – სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამედიცინო საშუალებაა. ის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება. მხრის ფიქსატორი სახსრის მოძრაობის ნაწილობრივ ან სრულად შეზღუდვას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მას, ძირითადად, მოტეხილობის ან ამოვარდნილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში ნიშნავენ. აღნიშნული პროდუქტით სარგებლობენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან ართროზი აწუხებთ.
- იდაყვის ფიქსატორი – გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს სახსარში სითბოს შენარჩუნებას. იდაყვის ფიქსატორი აქტიურად გამოიყენება ეპიკონდილიტის დროსაც. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.
- კოჭის ფიქსატორი – უზრუნველყოფს არა მარტო სახსრის ფიქსაციას, არამედ სითბოს შენარჩუნებასაც. მას შიგნით მოთავსებული აქვს სხვადასხვა სახის ჩანართი, რომელსაც დამატებითი ფიქსაციის ფუნქცია აქვს. ჰემატომისა და შეშუპების დროს კი კოჭის ფიქსატორი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- კისრის ფიქსატორი – ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივია. მას შეუძლია კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას.
- სხივ-მაჯის ფიქსატორები გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.
- ხერხემლის ფიქსატორებს წელსა და ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს იყენებენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს პროდუქტი ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და წელის ტკივილის და ამ არეზე დატვირთვის შესამცირებლად იდეალურია.
- თითის ფიქსატორი – მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და სხვადასხვა ტრავმის დროს ინიშნება. ამ პროდუქტის გამოყენება ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც საკმაოდ ეფექტურია.
- მუხლის ფიქსატორი – უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული, პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანების დროს გამოიყენება. ის მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ ეფექტურია ოსტეოართრიტის და რევმატოიდული ართრიტის დრო,ასევე მენისკისა და იოგოვანი აპარატის დაზიანების სამკურნალოდაც.
- ტერფის ფიქსატორი – ტერფის ან წვივის ტრავმების, სხვადასხვა დაავადების გაჩენისგან პრევენციისა და ბრტყელტერფიანობის დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია ქუსლის დეზის დროს და ბურსიტის საწინააღმდეგოდაც.
- მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი – სხეულის ამ ნაწილის სახსრის სხვადასხვა პათოლოგიისა და ტრავმის დროს და ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. პაციენტები მას ბარძაყის კუნთების დაზიანების დროსაც ატარებენ. ეს ფიქსატორი ხელს უწყობს რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარებასა და ტკივილების განეიტრალებასაც.
სამედიცინო ფიქსატორების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. მაღაზიათა ქსელში საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდების მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორია წარმოდგენილი.