თიაქარი არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანოები ადგილს იცვლიან და კანქვეშ გამოდიან. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს, განსხვავებული ჩივილებით:
- საზარდული თიაქრის დროს ავადმყოფი უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, საზარდულის არეში ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება. ჩვეულებრივ ეს ნიშნები დაძაბულობის ან ხველის დროს ვლინდება.
- ხერხემლის თიაქრის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზი და მისი ერთ-ერთი გამოვლინება მალთაშუა დისკის თიაქარია. ეს დაავადება გულისხმობს დისკის ფიბროზული რგოლის მთლიანობის დარღვევას და არსებულ დეფექტში პულპოზური ნაწილის გამოვარდნას.
თიაქრის პროგრესირების პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესით, ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვით და თიაქრის ბანდაჟის ტარებით უნდა მოხდეს. თუმცა, მისი ჩაჭედვის შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ ქირურგს. მისი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა უკავშირდებოდეს;
- მემკვიდრეობას;
- ასაკს;
- მუცლის კედლის ტრავმას;
- პოსტოპერაციულ ნაწიბურს;
- მუცლის წინა კედლის ნერვებისა ან სისხლძარღვების დაზიანებას.
მკურნალობის პროცესში პაციენტებს თიაქრის ქამრები ეხმარება. ეს პროდუქტი ხელს უშლის თიაქრის პროგრესირებას და იცავს თიაქრის არეს მასზე ზეწოლის მეშვეობით, სპეციალური ბალიშის საშუალებით. ამ პროდუქტით სარგებლობა რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც, რადგან ის გართულებების პრევენციას ახდენს. ეს სამედიცინო საშუალება დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ელასტიური ქსოვილისგან, თიაქრის არეში კი მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში, არის სტანდარტული ზომის და გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარიც. თიაქრის ბანდაჟი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, ცალმხრივი საზარდულის თიაქარი გაქვთ თუ ორმხრივი.