საორსულე ბანდაჟი

საორსულე ბანდაჟს მომხმარებლები აქტიურად იყენებენ. ეს პროდუქტი წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. მათი ტარება განსაკუთრებით ეფექტურია მე-12 კვირიდან 24-ე კვირამდე,  რადგან ამ დროს მენჯის ძვლებზე დატვირთვა იზრდება. უმეტესობას წელის ტკივილი ორსულობის მეორე ტრიმესტრში აწუხებს და შესაბამისად, ამ პერიოდში მათი ტარება წარმოქმნილი დისკომფორტის დაძლევაში დაგეხმარებათ. საურსულე ბანდაჟის გამოყენება ასევე,  რეკომენდირებულია მუცლის დაწევის თავიდან ასარიდებლად და ზურგის კუნთების გასაძლიერებლად. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • საორსულე ბანდაჟი – ზურგის კუნთების გაძლიერებას უზრუნველყოფს და მუცლის დაწევას უშლის ხელს. მისი დამატებითი შესაკრავები ასევე ხელს უწყობს წელის არის გაძლიერებას.
  • ოპერაციის შემდგომი ქამარი ­- ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტია, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტ-ოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
  • მუცლის კორსეტი – ხელს უშლის მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ და ოპერაციის შემდეგ.ის ასევე იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.
  • ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით)ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) მთელი ორსულობის განმავლობაში ამცირებს დატვირთვას ზურგის არეში. ბანდაჟის კერვის უმაღლესი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წელის მიდამოში ტკივილის შემცირებას. მისი გამოყენება კომფორტულია არა მარტო გადაადგილების, არამედ ჯდომის დროსაც.

უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ზომის საორსულე ქამრებს გვთავაზობს კომპანია “ახალი ხედვა” . სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში წარმოდგენილი ეს პროდუქცია დამზადებულია ბამბის ელასტიური ჰაერგამტარი ქსოვილისგან და მასში არსებული ფორების წყალობით ოფლის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი. საორსულე ბანდაჟს აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომლებიც ფიქსაციას აძლიერებს. საორსულე ბანდაჟი ხელს უწყობს:

  • ტკივილის შემცირებას;
  • დატვირთვის შემსუბუქებას;
  • ახდენს დაავადებების პრევენციას.

გარდა ამისა, არსებობს ისეთი ორთოპედიული პროდუქტები, რომელთა გამოყენებაც ორსულობის პერიოდში სხვადასხვა გართულების პრევენციას უწყობს ხელს. უმჯობესია, რომ მათ გამოყენებამდე მიმართოთ პირად ექიმს და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *