თრომბის სიმპტომები

თრომბის სიმპტომების განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე თუ, რომელ ორგანოს სისხლძარღვში ჩამოყალიბდა. ამ დაავადების ორი სახეობაა ცნობილი: ვენური და არტერიული. თრომბი არის სისხლის შედედებული მასა, რომელიც სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას აფერხებს. ამ დაავადებამ სისხლძარღვი შეიძლება  სრულად ან ნაწილობრივ დაახშოს. თრომბის სიმპტომები მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:

  • ტკივილი კიდურებში;
  • სიმძიმე და შეშუპება;
  • კანის ფერის ცვლილება;
  • კიდურების დაბუჟება;
  • ტკივილი მკერდის არეში.

თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით მომხმარებლები აქტიურად იყენებენ:

  • ანტითრომბულ გეტრებს – ქვედა კიდურებს ვარიკოზული ვენების განვითარებისგან იცავს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. თრომბოემბოლიურ წინდებს ვარიკოზის დროს გამოიყენებენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები.
  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო გეტრები – აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას. ასევე, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას, აუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევას.

პაციენტები ამ პროდუქტებს ატარებენ:

  • ოპერაციამდე;
  • ოპერაციის შემდგომ;
  • ორსულობის პერიოდში;
  • მწოლიარე პაციენტები;
  • ხანგრძლივი მგზავრობის დროს.

ვარიკოზული ვენების მოვლის საშუალებებში განარჩევენ რამდენიმე კლასს. პირველი კლასის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს. რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მათ აქვთ სამკურნალო დანიშნულება და ინიშნება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესაბამისად. მკურნალობის შედეგი, კი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაში იწყება მისი გამოვლენა. თრომბის მკურნალობა და პროფილაქტიკა გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღ წესს:

  • ფიზიკური აქტივობა,
  • ფეხით სიარული;
  • თამბაქოზე უარის თქმა;
  • წონის კორექცია;
  • სწორი კვება;
  • საკმარისი რაოდენობით წყლის მიღება.

გაითვალისწინეთ, რომ ექიმთან დროულად დაგეგმოთ ვიზიტი, რადგან ამ დროს თვითნებური მკურნალობა დაუშვებელია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *