საორსულე ქამრების აუცილებლობა

 ორსულობის პერიოდში ქალების უდიდეს ნაწილს აწუხებს წელის ტკივილი. ეს ბუნებრივია, რადგან ორსულობის პერიოდში მენჯის ძვლებზე დატვირთვა იზრდება. უმეტესობას წელის ტკივილი ორსულობის მეორე ტრიმესტრში (მე-12 კვირიდან 24-ე კვირამდე) აღენიშნება. ამ დროს რეკომენდებულია საორსულე ქამრების გამოყენება. ეს პროდუქტი წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

რისთვის არის საჭირო საორსულე ქამრები?

თუ ორსულობის დროს დაჭიმულობას გრძნობთ და ზურგის არეში ტკივილს განიცდით, მაშინ 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან დამზადებული საორსულე ქამარი უნდა ატაროთ, რომელსაც ზურგ-დამჭერიც აქვს და ხერხემალში ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ საორსულე ქამრები ზურგის არეში ტკივილის შემსუბუქებას უზრუნველყოფს და ქალებს სხვა პრობლემების დაძლევაშიც ეხმარება, ის ასევე ორსულებში  ხერხემლის სხვადასხვა დაავადების განვითარების პრევენციასაც ახდენს.  სასურველია, რომ  საორსულე ქამრების გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და მისი დანიშნულების მიხედვით გამოიყენოთ შერჩეული პროდუქტი. ძირითადად, საორსულე ქამრები ხელს უწყობს:

  • ტკივილის შემცირებას;
  • დატვირთვის შემსუბუქებას;
  • ახდენს დაავადებების პრევენციას.

რა ტიპის საორსულე ქამრები არსებობს?

საორსულე ქამრების გამოყენების პერიოდი ინდივიდუალურად განისაზღვრება და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. იქიდან გამოდინარე, რომ მათი დანიშნულება მრავალმხრივია ტარების ხანგრძლივობაც შესაბამისად უნდა განისაზღვროს. განვიხილოთ, რა ტიპის საორსულე ქამრებია ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი:

  • საორსულე ბანდაჟის – გამოყენება ზურგის კუნთების გაძლიერებას უზრუნველყოფს და მუცლის დაწევას უშლის ხელს. მისი დამატებითი შესაკრავები ასევე ხელს უწყობს წელის არის გაძლიერებას.
  • ოპერაციის შემდგომი ქამარი ­- ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის კორსეტია, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.
  • მუცლის კორსეტი – ხელს უშლის მუცლის პრესის მოდუნებას ორსულობის შემდეგ და ოპერაციის შემდეგ. ის ასევე იცავს ჭრილობას გარეგანი დაზიანებისგან.

მათი მწარმოებელია თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანია MORSA CYBERG, რომელიც თავის ნაწარმს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. აღსანიშნავია, რომ ის გლობალურ სამედიცინო ბაზარზე  მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მიდგომებით გამოირჩევა. საქართველოში კი  MORSA CYBERG “ახალი ხედვის” ექსკლუზიური პარტნიორია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *