სილიკონის ჩასაფენი ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე, მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს. სუპინატორები უკვე არსებულ პრობლემებს გვიწესრიგებს და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგან გვიცავს.
როდის გვჭირდება სილიკონის ჩასაფენი?
სილიკონის ჩასაფენი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:
- მაღალი თაღი;
- პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია;
- ქუსლის დეზი;
- აქილევსის მყესის დაზიანება;
- სხვადასხვა ტერფის პათოლოგია.
ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, სილიკონის ჩასაფენებს აქტიურად იყენებენ ბავშვებში, რადგან ბრტყელტერფიანობა ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს პროდუქტი კი ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, ასევე ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. შესაბამისად, სუპინატორები ეფექტურია ამ შემთხვევებშიც:
- სპორტული და პროფესიული დატვირთვა;
- ორსულობა;
- ვენური უკმარისობა;
- ლიმფოსტაზი;
- რევმატული დაავადებები.
რა ტიპის სილიკონის ჩასაფენები არსებობს?
თუ ხშირად გეღლებათ ფეხი ან ცხოვრების აქტიური წესით ცხოვრობთ, შეგიძლიათ გერმანული ბრენდის, Bauerfeind-ის სუპინატორი “ Comfort Business” გამოიყენოთ. ის ყოველდღიური მოხმარებისთვისაა შექმნილი, მისი მოთავსება კი კლასიკურ ფეხსაცმელში შეგიძლიათ. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვენებში და აქრობს ფეხებში სიმძიმის შეგრძნებას. არის ანტიალერგიული და დაფარულია სპეციალური მასალით, რომელიც სუნთქავს და აგარიდებთ ტერფის არასასიამოვნო სუნს. განვიხილოთ, კიდევ რა ტიპის სილიკონის ჩასაფენებია ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე:
- სილიკონის სუპინატორი – უზრუნველყოფს ტერფის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას. გამოიყენება საყრდენ ზედაპირზე ტერფის ცალმხრივად გამოხატული ზეწოლის დროს (შიგნით ან გარეთა მხარეს). სილიკონის სუპინატორი ფეხსაცმელში კომფორტულად თავსდება.
- ფოლადის ჩასაფენი – უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის კორექციისთვის და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
- სილიკონის ჩასაფენი – გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს, ასრულებს ტერფის კუნთების მასაჟორის ფუნქციას. მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობებისა და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
როგორ შევიძინოთ სილიკონის ჩასაფენები?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სილიკონის ჩასაფენებს 2012 წლიდან სთავაზობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ჯგუფი დედაქალაქის გარდა, საფირმო მაღაზიებით გორში, ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. კომპანიის ფილიალებში ინდივიდუალური თუ მზა სუპინატორების მრავალფეროვან არჩევანს შეხვდებით. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო მწარმოებლების მიერ დამზადებულ უმაღლესი ხარისხის მყარ და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ”ახალი ხედვა” სხვა წამყვან ბრენდებთან ერთად, გერმანული პრემიუმ ბრენდის, Bauerfeind-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.