სახსრების ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. ეს პრობლემა ძირითადად, ხელების, ტერფების, მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და ხერხემლის სახსრებში ვითარდება. ასაკთან ერთად, სახსრების ტკივილის ფართოდ გავრცელებული მიზეზები შესაძლოა იყოს:
- სიმსუქნე;
- გენეტიკა;
- ჭარბი ფიზიკური აქტივობა;
- ისეთი პათოლოგია, როგორიც არის ართრიტი ან სახსარში მიმდინარე ანთებითი პროცესი;
- სახსრების ტრავმა.
სახსრების პრობლემებს ახასიათებს ტკივილი, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა. გარდა ამისა, ამ დროს უნდა შეიზღუდოს ისეთი აქტივობები, როგორიც არის სირბილი, ხტომა, ჩაბუქვნა. მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს და ტკივილს აძლიერებს სწრაფი და ხანგრძლივი სიარული, განსაკუთრებით – უსწორმასწორო ზედაპირზე. საჭიროა, რომ იმ ადამიანებმა, ვისაც სახსრების ტკივილები აწუხებს, აკონტროლონ წონა და ივარჯიშონ, ასევე რეკომენდებულია მოხერხებული ფეხსაცმლისა და ფიქსატორების ტარება. ზოგადად, ორთოპედიული ფიქსატორები ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, სხეულის სხვადასხვა ნაწილის საფიქსაციოს განსხვავებული დანიშნულებები აქვს. მკურნალობის პროცესი ხანგრძლივია, რადგან რევმატული დაავადებები ქრონიკულია და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. ამ დროს აუცილებელია სწორი კვება და სიმძიმეების აწევის აკრძალვა. მწვავე პერიოდში მისაღებია მედიკამენტური მკურნალობაც.