წელის სარტყელი –  წელის დამცავი ქამრები

წელის პრობლემების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად მედიკოსები მიიჩნევენ დიდხანს უმოძრაოდ ჯდომას, რაც, უმეტეს შემთხვევაში, ხერხემლის პრობლემების წინაპირობა ხდება.  გარდა ამ მიზეზებისა, არსებობს ისეთი დაავადებები, რომლებიც წელის ტკივილის შეგრძნებებს იწვევს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

  • მალთაშუა დისკის თიაქარი
  • ოსტეოქონდროზი
  • სქოლიოზი.

წელის ტკივილის შემცირებას ეხმარება და ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას ხელს უწყობს წელის ფიქსატორები. წელის სამაგრები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. წელის დამცავ ქამრებს პაციენტები ატარებენ ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიები, ზურგის სვეტის დაზიანებები, თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი, ოსტეოპოროზი და რადიკულიტი.

რა ტიპის სარტყელები არსებობს?

წელის საფიქსაციო ქამრების ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია,  რომ წელის სტაბილიზატორის გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ.  მანამდე, კი განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • წელის ბანდაჟი – ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგდამჭერითა და მის გარეშე.
  • ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის  დამზადებული, მისი ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.  ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.  ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
  • ლამბოსაკრალური ზურგის კორსეტი – გამოიყენება სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების (მალთა შუა სახსრების) ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში.
  • ოპერაციის შემდგომი სარტყელი – ხელს უშლის მუცლის პრესის კუნთების მოდუნებას და გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ასევე ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ეს პროდუქტი იცავს სხეულის ბუნებრივ ტემპერატურას წელისა და მუცლის ღრუში, აძლევს სითბოს და უზრუნველყოფს კომპრესიის უმნიშვნელო ხარისხს.

როდის არის საჭირო წელის სარტყელის გამოყენება?

წელის სამაგრებს მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. წელის დამცავი ქამრები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. კორსეტები და ქამრები პაციენტებს წელის  სხვადასხვა პრობლემის დროს ეხმარება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. წელის დამჭერი ქამრები ხელს უწყობს:

  • ტკივილის შემსუბუქებას;
  • სხვადასხვა დაავადების პრევენციას;
  • ხერხემლის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას.

სად შევიძინოთ წელის სარტყელი?

კომპანია “ახალი ხედვაში” უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger წელის სამაგრებია წარმოდგენილი. წელის დამცავი ქამრების ღირებულება 35 ლარიდან 345 ლარამდე მერყეობს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროდუქციას იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ, ასევე მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. აუცილებელია, რომ მის ხარისხს ყურადღება მივაქციოთ. “ახალი ხედვის” წელის საფიქსაციო ქამრები კი ამის გარანტიაა, რადგან სამედიცინო ჯგუფი იმპორტს თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან წლებია აწარმოებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *