ხერხემლის პრობლემები და მათი გამომწვევი მიზეზები

ხერხემლის პრობლემებს თავიდანვე სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან შესაძლოა ისეთი გართულებები გამოიწვიოს როგორიცაა: სქოლიოზი, ლორდოზი და კუზი. ხერხემლის პრობლემების ხშირი მიზეზი ხდება მოუხერხებელი მოძრაობა, მძიმის აწევა ან ცხოვრების არაჯანსაღი წესი.  ხერხემლის ტკივილის სხვა გამომწვევი ფაქტორებია:

  • სქოლიოზი – იგივე ხერხემლის გამრუდება ხშირია მოზარდებში, რადგან ბავშვის სწრაფი ზრდისას კუნთოვანი კარკასი ვერ ეწევა ძვლებს, ეს კი ხერხემლის კუნთებისა და იოგოვანი აპარატის დასუსტებას განაპირობებს. არსებობს I და II ხარისხის – შედარებით მსუბუქად მიჩნეული და III და IV – რომელიც სერიოზული პათოლოგიაა და ორგანოთა მთელ წყებას აზიანებს.
  • კუზიმკვეთრად გამოხატული გულმკერდის კიფოზია. ის შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. ამ პათოლოგიის გამომწვევ მიზეზებს შორისაა მალთა-შუა დისკის დეგენერაცია, ართრიტი, ტრავმა და სხვა. პაციენტს ამ დროს აწუხებს ტკივილი, სისუსტე და ხშირად სუნთქვის გაძნელებაც.
  • ლორდოზი – ამ დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად.
  • ხერხემლის თიაქარიხერხემლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ოსტეოქონდროზია, მალთა-შუა დისკის თიაქარი კი მისი ერთ-ერთი გართულება. ეს დაავადება შეიძლება ადამიანს გენეტიკურად გადაეცეს ან სიმსუქნემ, ხანდაზმულმა ასაკმა, ტრავმამ, ინფექციებმა ან ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს. ამ დროს დარღვეულია დისკის მთლიანობა და ადგილი აქვს დეფექტიდან პულპოზური ბირთვის გამოვარდნას.
  • სპონდილოზი – არის ხერხემლის სვეტის დეგენერაციის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი. ამ პათოლოგიას კი მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, მათ შორის ყველაზე გავრცელებული კი ოსტეოართრიტია, რომელიც ასაკთან დაკავშირებულ პრობლემას წარმოადგენს.სპონდილოზის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნერვულ ღეროებზე ზეწოლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, პარესთეზიები, წონასწორობის დარღვევა ან კუნთების სისუსტე.

ზურგის ტრავმის მკურნალობის ბევრი მეთოდი არსებობს. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ და მსუბუქი ვარჯიშით ან ცურვით დაკავდეთ. ამ დროს რეკომენდებულია სწორ ადგილზე ფეხით სიარულიც,  რადგან ეს პროცესი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და კუნთებს აძლიერებს.  მკურნალობის დროს პაციენტები გასაყუჩებლად  პრეპარატებსაც იყენებენ და ხერხემლის ქამრებს ატარებენ. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილის ამცირებს და  ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უზრუნველყოფს.  ხერხემლისთვის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ფიქსატორები არსებობს. წელის კორსეტები და ხერხემლის ქამრები სხვადასხვა სიგრძისაა, მათ აქვთ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები, დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან, ასევე გვხდება აკრილის კორსეტები, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა და ამიტომ მათ ძირითადად რადიკულიტისა და რევმატული ტკივილის დროს იყენებენ. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და კიფოზისთვის განკუთვნილი კორსეტები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *