ზურგის ორთოპედიული ქამრები

ზურგის ქამარს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მაგალითად, მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ე.წ გულ-მკედრ-წელის ანუ ხერხემლის კორსეტის ტარებაა რეკომენდირებული. წელის სტანდარტული კორსეტი კი, რომელიც დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და პლასტმასის ჩანართები აქვს, წელისა და ზურგის მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად უნდა ვატაროთ. რაც შეეხება, ოსტეოართრიტს, ოსტეოპოროზს, სქოლიოზსა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას – ამ დროს ზურგის კორსეტია ეფექტური. ეს პროდუქტი ასევე ხელს უწყობს ზურგის ტკივილის შემცირებას.

რა ბენეფიტები აქვს ზურგის ქამარს?

ზურგის ქამარს მომხმარებლები ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის ან კონკრეტულად წელის იმობილიზაციას და შესაბამის არეში  დატვირთვის შემსუბუქებას. გარდა, ამისა ორთოპედიული ქამრები ეფექტურია სხვადასხვა პრობლემის დროს, როგორიცაა:

  • ოსტეოქონდროზი;
  • მალთაშუა დისკის თიაქარი;
  • კიფოზი;
  • სქოლიოზი;
  • რადიკულიტის და სხვადასხვა პათოლოგიის დროს.

რა ტიპის ზურგის კორსეტები არსებობს?

ზურგის კორსეტი არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. კორსეტები და ქამრები პაციენტებს წელის  სხვადასხვა პრობლემის დროს ეხმარება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.  ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
  • ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.
  • ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი – გამოიყენება სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის და სხვ.

როგორ გამოვიყენოთ ზურგის ქამარი?

ზურგის ქამრის ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. ჩვენი რჩევაა, რომ ამ პროდუქტების გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *